კორონავირუსით გარდაცვლილი ცხრა პაციენტიდან ხუთი აჭარაში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი ცხრა პაციენტიდან ხუთი აჭარაში მკურნალობდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ცხრა პაციენტიდან, ყველას მდგომარეობა კრიტიკული იყო.

როგორც ენდელაძემ აღნიშნა, გარდაცვლილებიდან ხუთი აჭარაში მკურნალობდა.

„ცხრა ახალი გარდაცვლილი გვყავს, ყველა კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ხუთი არის აჭარიდან, სხვა მონაცემები ჯერ არ მაქვს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 329 პაციენტი.  ქვეყანაში კიდევ ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 102-ს შეადგენს.