კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გამო, სავალდებულო ვაქცინაცია შესაძლოა, მსოფლიოში 80 მილიონ ახალშობილს არ ჩაუტარდეს
კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გამო, სავალდებულო ვაქცინაცია შესაძლოა, მსოფლიოში 80 მილიონ ახალშობილს არ ჩაუტარდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემებზე კორონავირუსისგან გამოწვეული ზარალის შედეგად, მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 80 მილიონ ახალშობილს სავალდებულო ვაქცინაცია შესაძლოა, ვერ ჩაუტარდეს. საუბარია დიფტერიის, წითელასა და პოლიომიელიტის ვაქცინებზე. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მათი პარტნიორების მიერ შეგროვებული ინფორმაციიის თანახმად, სავალდებულო ვაქცინაციის პროცედურები 68 ქვეყანაში არის შეჩერებული.

„იმუნიზაცია სახალხო ჯანდაცვის ისტორიაში დაავადებების გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ძლიერი საშუალებაა. იმუნიზაციის პროგრამების „კოვიდ-19“ პანდემიის ფონზე შეჩერების შედეგად შესაძლოა, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიღწეული პროგრესი დავკარგოთ“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი.