კორონავირუსით დაინფიცირებული „ოტავას” ყველა ჰოკეისტი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსით დაინფიცირებული „ოტავას” ყველა ჰოკეისტი გამოჯანმრთელდა

ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) კანადურ კლუბ „ოტავას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯეი სმიტმა განაცხადა, რომ კლუბის ყველა მოთამაშე, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა, ამჟამად გამოჯანმრთელებულია და თავს კარგად გრძნობს.

„საბედნიეროდ, ყველას ავადმყოფობა მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა, არავის ჰქონია ის არასასიამოვნო სიმპტომები, რომლებზეც ტელევიზიით გვაფრთხილებდნენ“, – ციტირებს მწვრთნელს ESPN. – „ჩვენ დაგვეხმარა ის ფაქტიც, რომ ბიჭებს დროული და კვალიფიციური მკურნალობა ჩაუტარდათ“.

ამ დროისათვის კოვიდ 19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაფიქსირებული.