კორონავირუსისგან „ტორპედოც“ გათავისუფლდა
კორონავირუსისგან „ტორპედოც“ გათავისუფლდა

„ქუთაისის „ტორპედო“ ბათუმის „დინამოსთან“ გასამართი მატჩისთვის ემზადება“, – ქუთაისური გუნდის გავრცელებულ ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ინფორმაციიდან კარგი ამბავი გახდა ცნობილი.

ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ 28 ოქტომბერს დანიშნული „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისის“ „ქართული კლასიკო“ გადაიდო და შეხვედრა 26 ნოემბერს ჩაინიშნა. ასევე გადაიდო „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრაც – ის 3 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერს გაიმართება.

მიზეზი იყო ის, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ პერსონალსა და რამდენიმე მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის საფრთხის თავიდან ასაცილებლად გადადო.

ქუთაისური გუნდის გავრცელებულ ინფორმაციიდან და ფოტოებიდან კი ჩანს, რომ ინფიცირებული მოთამაშეები მოედანს დაუბრუნდნენ. მაგალითად, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ფანცულაია.