კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მატების გამო, კიევში სკოლები ორი კვირით დაიხურა
კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მატების გამო, კიევში სკოლები ორი კვირით დაიხურა

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, უკრაინის დედაქალაქში სკოლები ორი კვირით დაიხურა. იმ რეგიონებში კი, რომლებიც ე.წ. წითელ ზონადაა გამოცხადებული, მასწავლებლები ვალდებული იქნებიან, კოვიდპასპორტები წარადგინონ.

კოვიდპასპორტი ან ტესტის ნეგატიური პასუხი იქნება აუცილებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას.

უკრაინაში, სადაც 41 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამ დროისთვის 6.8 მილიონი ადამიანია სრულად ვაქცინირებული.

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და ვირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსს 614 პაციენტი ემსხვერპლა. გამოვლინდა ინფიცირების 23 785 ახალი შემთხვევა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე უკრაინაში „კოვიდ-19“-ის ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 63 003 პაციენტი.