უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და ვირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და ვირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

უკრაინაში ზედიზედ მეორე დღეა, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა აღრიცხეს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსს 614 პაციენტი ემსხვერპლა. გამოვლინდა ინფიცირების 23 785 ახალი შემთხვევა.

ეს მაჩვენებლები პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდულია.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ კვირაში საავადმყოფოებში გადაყვანილი პაციენტების უმრავლესობა – 95%, აუცრელია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში აღრიცხულია ინფიცირების 2,7 მილიონი შემთხვევა. გარდაიცვალა 63 003 ინფიცირებული. ორჯერადად აცრილია 6,8 მილიონი მოქალაქე.