კორონავირუსის შემთხვევების გამო, ლანჩხუთის საჯარო და კერძო სკოლებში 27 ნოემბრის ჩათვლით სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
კორონავირუსის შემთხვევების გამო, ლანჩხუთის საჯარო და კერძო სკოლებში 27 ნოემბრის ჩათვლით სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის განცხადებით, სწავლა დისტანციურ რეჟიმში 27 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„აღნიშნული გადაწყვეტილება რეგიონში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამწვავების გამო მიიღეს. პრევენციის მიზნით, ლანჩხუთის 25-ვე საჯარო და კერძო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციური მეთოდით გააგრძელებს“, – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაკა სულაბერიძემ.

შეგახსენებთ, 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით აჭარასა და კიდევ ათ ქალაქში 4-დან 25 ნოემბრის ჩათვლით სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ 3 ნოემბერს განაცხადა.

დატოვე კომენტარი