აჭარასა და კიდევ ათ ქალაქში 4-დან 25 ნოემბრის ჩათვლით სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
აჭარასა და კიდევ ათ ქალაქში 4-დან 25 ნოემბრის ჩათვლით სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით აჭარასა და კიდევ ათ ქალაქში 4-დან 25 ნოემბრის ჩათვლით სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

როგორც დგებუაძემ აღნიშნა, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები სრულად გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში.

„სასწავლო პროცესის განახლების გრაფიკი იცვლება. 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, აჭარასა და დიდ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა. ასევე დისტანციურ რეჟიმზე გადავა სასწავლო პროცესი თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის ერთი მიმართულება იყო საარჩევნო უბნები, რომლებიც განთავსებულია სკოლებში და მეორე, დიდ ქალაქებში მობილობის პრევენცია. შესაბამისად, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ყველა იმ ქალაქში, რაც ჩამოვთვალე,  მოსწავლეები სრულად გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში“, – განაცხადა დგებუაძემ.