კორონავირუსის შედეგები - კვიპროსში ქართველებს ხელფასებს შეუმცირებენ
კვიპროსული კლუბები შეთანხმდნენ, რომ მოთამაშეებს ხელფასებს შეუმცირებენ – ინფორმაციას გამოცემა protathlima ავრცელებს.
„კლუბების ხელმძღვანელები რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმანეთს მოსაზრებებს ფეხბურთელების ხელფასების შესახებ უზიარებდნენ – ეს იმ შემთხვევაში, თუკი ჩემპიონატი ვერ განახლდება. როგორც ჩანს, გუნდები მოთამაშეებს ხელფასების შემცირებას შესთავაზებენ. ფეხბურთელთა უმეტესობას ეს იდეა არ მოსწონს და მოსალოდნელია, რომ მათ ხელფასების შემცირებაზე მკვეთრი რეაქცია ექნებათ”. – წერს კვიპროსული გამოცემა.
კვიპროსის საფეხბურთო ლიგაში ამჟამად რვა ქართველია – გათამაშების ლიდერ ფამაგუსტას „ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელსაც სოსო ჭედია ეხმარება. კლუბში აგრეთვე არიან: გიორგი ლორია, ლუკა მიქაია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ნიკა კაჭარავა.