კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, ინდონეზიაში ღამურების ხორცი კვლავ პოპულარულია
კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, ინდონეზიაში ღამურების ხორცი კვლავ პოპულარულია

კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, ინდონეზიაში ღამურების ხორცი კვლავ პოპულარულია. „როიტერის“ ინფორმაციით, ღამურების ხორცი ზუსტად იმ რაოდენობით იყიდება, როგორც მანამდე. ინდონეზიის ჩრდილოეთ რეგიონებში ღამურას კერძ პანიკიში იყენებენ.

კორონავირუსს გაყიდვებზე გავლენა არ მოუხდენია“, – განაცხადა ინდონეზიაში, ერთ-ერთი კვების დაწესებულების წარმომადგენელმა სტენლი ტიმბულენტმა „როიტერთან“ საუბრის დროს. მისი თქმით, დღის განმვალობაში 50-60 ღამურას ყიდის, სადღესასწაულო დღეებში კი, დაახლოებით 600 ღამურა იყიდება.

მეცნიერთა ნაწილის აზრით, ახალი კორონავირუსი ადამიანებში ღამურებისგან გავრცელდა.