კორონავირუსის საფრთხის გამო, ტოკიოს მარათონი გაუქმდა
კორონავირუსის საფრთხის გამო, ტოკიოს მარათონი გაუქმდა

მსოფლიოს ექვსი მთავარი მარათონიდან ერთ-ერთი – ტოკიოს მარათონი ნაწილობრივ გაუქმებულია. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო იაპონურმა მხარემ იმისთვის, რათა კორონავირუსის გავრცელება აღკვეთოს.

გარბენში მონაწილეობა უნდა მიეღო 38 ათას ადამიანს, მაგრამ, თავდაპირველად, ორგანიზატორებმა სთხოვეს ჩინელ მორბენლებს, თავი შეეკავებინათ ტოკიოში ჩასვლისგან, შემდეგ კი უფრო რადიკალური გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, გააუქმეს მასიური გარბენი, მაგრამ ელიტური მარათონელები (დაახლოებით 200 მონაწილე), ასევე ეტლით მორბენლები მაინც მიიღებენ პირველ მარტს სტარტზე გასვლის შესაძლებლობას.

აღვნიშნავთ, რომ ტოკიოში უკვე იყო დაფიქსირებული კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. 2020 წელს, იაპონიის დედაქალაქმა 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე ოლიმპიურ თამაშებს უნდა უმასპინძლოს.