კორონავირუსის პანდემიის მიზეზების დასადგენად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევების მეორე ეტაპს ჩაატარებს
კორონავირუსის პანდემიის მიზეზების დასადგენად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევების მეორე ეტაპს ჩაატარებს

კორონავირუსის პანდემიის მიზეზების დასადგენად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევების მეორე სერიას განახორციელებს. ამის შესახებ ნათქვამია ჯანმო-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დოკუმენტში მითითებულია, რომ ვირუსის პირველწყაროს ძებნა „არ არის და არ უნდა იყოს ვინმესკენ თითის გაშვერის, დადანაშაულების ან პოლიტიკური ქულების მოპოვების მიზანი“.

„ქვეყნებს აქვთ კოლექტიური პასუხისმგებლობა, ითანამშრომლონ პარტნიორობის ჭეშმარიტი სულისკვეთებით, რათა მეცნიერებსა და ექსპერტებს უზრუნველყოფილი ჰქონდეთ საჭირო სივრცე, საუკუნეების განმავლობაში ყველაზე მძიმე პანდემიის წარმოშობის დასადგენად. ნებისმიერი ახალი პათოგენის გამომწვევი წყაროს პოვნა არის მეცნიერებაზე დაფუძნებული რთული პროცესი, რომელიც თანამშრომლობას, ერთგულებასა და დროს მოითხოვს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე, 2021 წლის ივლისში ჩინეთმა უარი თქვა „კოვიდ-19“-ის წარმოშობის თაობაზე კვლევების მეორე ეტაპზე.