კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,79 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,52 პროცენტს შეადგენს

10:54, 13.10.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,52 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,79 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,95 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 586 პაციენტი.

გუშინ, 12 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 775 შემთხვევა გამოვლინდა, 1 623 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 37 კი გარდაიცვალა.

მსგავსი