კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,21 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 9,05 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,21 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 9,05 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,05 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,21 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,83 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 896 პაციენტი, 29 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 5 219 შემთხვევა გამოვლინდა, 2 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი