კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,12 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 8,8 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,12 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 8,8 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,8 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,12 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,91 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 137 პაციენტი.

გუშინ, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 762 შემთხვევა გამოვლინდა, 3 953 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი