კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,48 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,01 პროცენტს შეადგენს

11:06, 09.10.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,01 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,48 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,94 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 844 პირს დაუდასტურდა, 814 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 გარდაიცვალა.

გუშინ, 8 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 2 661 შემთხვევა გამოვლინდა, 1 274 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.

მსგავსი