კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი შვიდ პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,96 პროცენტს შეადგენს

11:03, 28.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,96 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,32 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 010 პაციენტი.

გუშინ, 27 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 383 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.

მსგავსი