კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,93 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,82 პროცენტს შეადგენს

10:54, 29.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,82 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,93 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,16 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 914 პაციენტი.

გუშინ, 28 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 010 პაციენტი, გარდაიცვალა 40 პირი.

მსგავსი