კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,4 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 4,94 პროცენტს შეადგენს

11:07, 04.10.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,94 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,4 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,42 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 877 პაციენტი.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 164 შემთხვევა გამოვლინდა, 2 292 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა.

მსგავსი