კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,33 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 9,46 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,33 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 9,46 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,46 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,33 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,13 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 6 024 პირს დაუდასტურდა, 3 818 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 2 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 5 553 შემთხვევა გამოვლინდა, 4 223 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 47 კი გარდაიცვალა.