კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,15 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,12 პროცენტს შეადგენს

10:48, 19.10.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,12 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,15 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,64 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 082 პაციენტი, გარდაიცვალა 36.

გუშინ, 18 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 2 479 შემთხვევა გამოვლინდა, 2 374 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.

მსგავსი