კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 6,79 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,69 პროცენტს შეადგენს

10:47, 09.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,69 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,79 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,48 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 2 455 პირს, გამოჯანმრთელდა 4 427 პაციენტი, გარდაიცვალა 58 ადამიანი.

გუშინ, 8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 571 შემთხვევა გამოვლინდა, 3 668 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 60 კი გარდაიცვალა.

მსგავსი