კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 28,82 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 23,8 პროცენტს შეადგენს

10:50, 31.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 23,8 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 28,82 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 20,75 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 13 150 პირს დაუდასტურდა, 8 503 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 35 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 30 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 17 265 შემთხვევა გამოვლინდა, 5 947 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.

მსგავსი