საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 35 პაციენტი გარდაიცვალა

10:45, 31.01.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 35 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 980-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 13 150 პირს დაუდასტურდა, 8 503 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 30 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 17 265 შემთხვევა გამოვლინდა, 5 947 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.

მსგავსი