კორონავირუსის გამო ფეხბურთელები 28 პროცენტით გაიაფდებიან
კორონავირუსის გამო ფეხბურთელები 28 პროცენტით გაიაფდებიან

სპორტული კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (CIES) გამოაქვეყნა ანგარიში იმის შესახებ, თუ რა გავლენა ექნება კორონავირუსის პანდემიას ფეხბურთელების ღირებულებაზე.

CIES-ის გამოთვლებით, თუ სეზონი არ განახლდება ივნისის ბოლოსთვის, მოთამაშეების ფასი 28 პროცენტით შემცირდება. ამასთან, ზოგიერთი ფეხბურთელი უფრო მეტად გაიაფდება. ყველაფერი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ფეხბურთელის ასაკი, მისი კონტრაქტის ხანგრძლივობა, კარიერული გზა და ბოლო გამოსვლები.

ყველაზე მეტად დაეცემა ვეტერანი მოთამაშეების ფასი, აგრეთვე იმათი, ვინც ამ სეზონში იშვიათად ხვდებოდა მინდორზე. სპორტული კვლევის საერთაშორისო ცენტრს მაგალითად მოჰყავს „მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა, რომლის ღირებულება დაახლოებით შემცირდება 65 მილიონიდან 35 მილიონამდე.

ევროპის ტოპ-კლუბების შემადგენლობების ღირებულების შემცირება 11 მარტიდან 30 ივნისამდე:

1. ინტერი – 773 მლნ-დან 497 მლნ-მდე (-35,7%)

2. ბაიერნი – 809 მლნ-დან 542 მლნ-მდე (-33,0%)

3. რეალი – 1100 მლნ-დან 750 მლნ-მდე (-31,8%)

4. პსჟ – 961 მლნ-დან 659 მლნ-მდე (-31,4%)

5. ბარსელონა – 1170 მლნ-დან 804 მლნ-მდე (-31,3%)

6. მანჩესტერ სიტი – 1361 მლნ-დან 949 მლნ-მდე (-30,3%)

7. მანჩესტერ იუნ – 1007 მლნ-დან 714 მლნ-მდე (-29,1%)

8. ტოტენჰემი – 787 მლნ-დან 560 მლნ-მდე (-28,8%)

9. იუვენტუსი – 783 მლნ-დან 561 მლნ-მდე (-28,4%)

10. ლივერპული – 1405 მლნ-დან 1052 მლნ-მდე (-25,1%)

შემადგენლობის საერთო ღირებულების დათვლისას, ითვალისწინებდნენ გუნდის 20 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ფასს.