კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების საშიშროების გამო, ისრაელის ხელისუფლებამ ბენ გურიონის აეროპორტი დახურა
კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების საშიშროების გამო, ისრაელის ხელისუფლებამ ბენ გურიონის აეროპორტი დახურა

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების საშიშროების გამო, ისრაელის ხელისუფლებამ ბენ გურიონის აეროპორტი დახურა. ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბენ გურიონის აეროპორტში ფრენები 26-დან 31 იანვრამდე შეწყდება. ისრაელში კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება სწორედ 31 იანვრიდან იგეგმება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, აეროპორტში ფრენების აკრძალვა არ შეეხება სატვირთო თვითმფრინავებს, გადაუდებელი დახმარების თვითმფრინავებსა და საჰაერო ხომალდებს, რომლებიც გადაადგილდებიან ისრაელის საჰაერო სივრცეში დაშვების გარეშე.

ისრაელის მთავრობა აეროპორტის დახურვის პერიოდში მილიონი მოქალაქის აცრას გეგმავს. ისრაელის მოსახლების მეოთხედზე მეტმა 19 დეკემბრის შემდეგ „ფაიზერის“ ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა უკვე მიიღო.

ისრაელი ეკონომიკის გახსნას თებერვალში გეგმავს.

დატოვე კომენტარი