კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 563 თბილისში გამოვლინდა, 389 აჭარაში, ხოლო 335 იმერეთში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 563 თბილისში გამოვლინდა, 389 აჭარაში, ხოლო 335 იმერეთში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 563 თბილისში გამოვლინდა, 389 აჭარაში, ხოლო 335 იმერეთში. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქვემო ქართლში დაფიქსირდა 77 შემთხვევა, შიდა ქართლში 69, გურიაში 53, სამეგრელო-ზემო სვანეთში 42, მცხეთა-მთიანეთში 26, სამცხე-ჯავახეთში 24, ხოლო კახეთში 17.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 398, ხოლო გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.