საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 178-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401 გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი