კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 213 თბილისში, 61 იმერეთში, 39 კი  სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 213 თბილისში, 61 იმერეთში, 39 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 051 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 443 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 461 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.33 პროცენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 051 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 825 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 226 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 443 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 269 438-ს შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.33 პროცენტი, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.36, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.36 პროცენტი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 461 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 263 257-მდე.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 443 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 213 შემთხვევა, აჭარა – 15, იმერეთი – 61, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 37, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 39, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 692, საიდანაც: 1 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 748, აჭარაში – 175, იმერეთში – 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 302 პირი, მათ შორის, თბილისში – 104, აჭარაში – 33, იმერეთში – 99.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში – 68, აჭარაში- 8, იმერეთში – 9. 193 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 – თბილისში, 74 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 899 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 105, ხოლო აჭარაში – 91.

სულ 6 ოქტომბრიდან – 23 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 107 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 025 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 152 პირი, აჭარაში – 440, იმერეთში – 763“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.