კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 19 ფოთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 19 ფოთში გამოვლინდა

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეპიდკვლევა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

„ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 3 683 პაციენტი, გარდაცვლილია 29, აქტიური პაციენტია 200. სტაციონარში მოთავსებულია 48, მათ შორის ფოთის ჰოსპიტალში მკურნალობს 39 ინფიცირებული. კარანტინში იმყოფება ორი, ბინაზე კი 150 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 154, ტესტირება ჩაუტარდა 233 ადამიანს, მათ შორის 75 გეგმური, დანარჩენი 158 კი სიმპტომური პაციენტია“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 050 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 25.

ამასთან, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა – 23, იმერეთი – 202, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი – 79, გურია – 17, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 98, კახეთი – 69, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი -15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.