საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 050 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 050 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 050 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 349 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 857, „პისიარ“ ტესტით – 11 492.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 254 822 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 244 446 გამოჯანმრთელდა, 3 096 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 490, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 069 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 353 პირი.

ამასთან, 25 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 311 პაციენტი.

დატოვე კომენტარი