კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 16 ქუთაისში დადასტურდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 16 ქუთაისში დადასტურდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 16 ქუთაისში დადასტურდა.

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა კორონავირუსზე 1 226 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, აქედან 16 პასუხი დადებითია.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები ე.წ. სკოლის კლასტერს უკავშირდება. ეპიდემიოლოგები ქუთაისში მუშაობას განაგრძობენ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ათი პაციენტი.