საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ათი პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ათი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 937 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი ათით გაიზარდა და 1 422-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.