კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 359 თბილისში, 202 იმერეთში, 135 კი აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 359 თბილისში, 202 იმერეთში, 135 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 359 თბილისში, 202 იმერეთში, 135 კი აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 648 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 736 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 315 913-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.33%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.27%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 074 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 296 532 მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა – 135, იმერეთი – 202, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 82, გურია – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 118, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 70, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – შვიდი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 148, საიდანაც: 4 289 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 449, აჭარაში – 499, იმერეთში – 417.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 839 პირი, მათ შორის, თბილისში – 413, აჭარაში – 87, იმერეთში -104. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში – 112, აჭარაში – 11, იმერეთში – 12. 744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 410 – თბილისში, 307 – აჭარაში. 10 115 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 69, ხოლო აჭარაში – 14. სულ 6 ოქტომბრიდან – 4 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 603 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 759 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 27 677 პირი, აჭარაში – 2 370, იმერეთში – 784“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.