კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევიდან 55 გურიაში დაფიქსირდა
კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევიდან 55 გურიაში დაფიქსირდა

კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევიდან 55 გურიაში დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან.

„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების მოძიება. შესაძლოა, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები გრძელდება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 342 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 37.

ამასთან, დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 493 შემთხვევა, აჭარა – 448, იმერეთი – 513, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 175, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287, კახეთი – 98, მცხეთა-მთიანეთი – 119, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 73 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 55 511 გამოჯანმრთელდა, 636 კი, გარდაიცვალა.