საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 636-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 342 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 55 511-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 73 154 შემთხვევაა გამოვლენილი.