კორონავირუსის გამო გადადებული ღონისძიებების ჩამონათვალი
კორონავირუსის გამო გადადებული ღონისძიებების ჩამონათვალი
კორონა ვირუსმა მთელი პლანეტის გარშემო უამრავი ადამიანი და თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი დააზარალა. გთავაზობთ ჩამონათვალს იმ ღონისძიებებისა, რომლებიც დაზარალდა და გაურკვეველი ვადით შეჩერდა კორონავირუსის პანდემიის გამო, ასევე იმათ, რომელთაც გადადება ემუქრება.
 
სპორტი
სერია ა – სეზონი შეჩერებულია
ლა ლიგა – ესპანეთის ჩემპიონატი შეწყდა
ინგლისის პრემიერ ლიგა და გერმანიის ბუნდესლიგა შემდეგი ტურს მატჩებს უგულშემატკივროდ გამართავენ და მომდევნო ტურიდან სეზონი შეწყდება
ნბა – ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი გაურკვეველი ვადით გადაიდო
NCAA – საუნივერსიტეტო ლიგამ მამაკაცთა და ქალთა ტურნირები გააუქმა
NHL – ნაციონალური ჰოკეის ლიგა შეწყდა
MLB – ბეისბოლის სეზონი შეჩერებულია
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები – ჯერჯერობით ოფიცილაური განცხადება არ ყოფილა, თუმცა დიდი ალბათობით ოლიმპიური თამაშები გადაიდება
ფილმები
„მულანი” – პრემიერა 27 მარტს ჩინეთში უნდა გამართულიყო
„ჯეიმს ბონდი, სიკვდილის დრო არ არის” – პრემიერა 10 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში იგეგმებოდა
„ფორსაჟი 9 “ – ქართველი მაყურებლებისთვის განსაკუთრებით საინტერესო პრემიერა 22 მაისს ამერიკაში უნდა შემდგარიყო. ფილმში მოქმედება თბილილსშიც ხდება.
„შეუსრულებელი მისია” – ფილმის გადაღება ვენეციაში იგეგმებოდა
ფესტივალები
კანის კინოსფესტივალი – ცნობილი კინოფესტივალი კანში წელს დიდი ალბათობით არ შედგება
კოაჩელა – კალიფორნიის ცნობილი მუსიკის ფესტივალი ოფიციალურად ჩაიშალა
Ultra Music Festival – მუსიკის ფესტივალი 20-22 მარტს უნდა შემდგარიყო. ორგანიზატორებმა ღონისძიება 2021 წლის 20-22 მარტს გადაიტანეს.