კორეელმა სონმა დიეგო მარადონას გოლი გაიმეორა (ვიდეო)
კორეელმა სონმა დიეგო მარადონას გოლი გაიმეორა (ვიდეო)

ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემმა“ პრემიერლიგის მე-16 ტურში 5:0 გაანადგურა „ბარნლი“.

მესამე გოლი სტუმრების კარში სამხრეთკორეელმა ჰეონ-მინ სონმა გაიტანა. ლონდონელთა ფორვარდი საკუთარი ნახევრიდან დაიძრა მეტოქის კარისკენ და გზად “ბარნლის” ყველა მცველი მოატყუა. პრაქტიკულად, ეს იყო დიეგო მარადონას გოლის გამეორება მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების კარში.

მიმდინარე სეზონში სონმა 14 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.