კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში ვერცერთი ბრაზილიელი ვერ მოხვდა #1TVSPORT
კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში ვერცერთი ბრაზილიელი ვერ მოხვდა #1TVSPORT

ავტორიტეტულმა ბრაზილიურმა გამოცემამ, Globo-მ გამოაქვეყნა 2024 წლის კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა.

აღსანიშნავია, რომ რჩეულთა შორის ვერ მოხვდა ვერცერთი ბრაზილიელი ფეხბურთლი და, ასევე, არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი.

მეკარე – რაფაელ რომო (ვენესუელა);

მცველები – დანიელ მუნიოსი (კოლუმბია), კრისტიან რომერო (არგენტინა), რონალდ არაუხო (ურუგვაი), მატიას ვინია (ურუგვაი);

ნახევარმცველები – რიჩარდ რიოსი (კოლუმბია), ნიკოლას დე ლა კრუსი (ურუგვაი), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია);

ფორვარდები – ლუის დიასი (კოლუმბია), ლაუტარო მარტინესი (არგენტინა), ხოსე ფახარდო (პანამა).