2024 წლის კოპა ამერიკის ფინალი მაიამიში გაიმართება #1TVSPORT
2024 წლის კოპა ამერიკის ფინალი მაიამიში გაიმართება #1TVSPORT

ცნობილი გახდა 2024 წლის კოპა ამერიკის ორი მთავარი მატჩის ჩატარების ადგილი.

როგორც სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის (CONMEBOL) პრესსამსახური წერს, გახსნის მატჩი 20 ივნისს ატლანტაში, „მერსედეს-ბენც სტედიუმზე“ გაიმართება. ფინალს 14 ივლისს მიიღებს მაიამის „ჰარდ როკ სტედიუმი“.

ტურნირი სრულად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. დანარჩენი მასპინძელი ქალაქების სია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

2024 წელს კოპა ამერიკის გათამაშებაში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი არგენტინის ნაკრებია.