ცნობილი გახდა კოპა ამერიკის ყველა მონაწილე #1TVSPORT
ცნობილი გახდა კოპა ამერიკის ყველა მონაწილე #1TVSPORT

კვირას ცნობილი გახდა 2024 წლის კოპა ამერიკის ბოლო ორი მონაწილე. ესენი არიან კანადისა და კოსტა რიკას ნაკრებები.

კანადამ ტრინიდადი და ტობაგო დაამარცხა (2:0), კოსტა რიკამ კი – ჰონდურასი (3:1).

ასე რომ, კოპა ამერიკას ჯგუფური ეტაპი სრულად დაკომპლექტდა.

A ჯგუფი: არგენტინა, პერუ, ჩილე, კანადა

B ჯგუფი: მექსიკა, ეკვადორი, ვენესუელა, იამაიკა

C ჯგუფი: აშშ, ურუგვაი, პანამა, ბოლივია

D ჯგუფი: ბრაზილია, კოლუმბია, პარაგვაი, კოსტა რიკა

კოპა ამერიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.