„ედმონტონ ოილერზის“ კაპიტანი კონორ მაკდევიდი იძულებულია, ფეხის კუნთის ტრავმის გამო რეგულარული ჩემპიონატის ორი-სამი კვირა გამოტოვოს.
23 წლის კანადელმა ტრავმა „ნეშვილთან” მატჩში რვა თებერვალს მიიღო, როცა მეორე პერიოდში მეტოქის მცველს დანტე ფაბროს შეეჯახა.
მაკდევიდი ამ სეზონის მეორე ბომბარდირია – 55 მატჩში მან 81 ქულა (30 შაიბა+51 შედეგიანი პასი) დააგროვა. საუკეთესო ბომბარდირი კი მისი თანაგუნდელი ლეონ დრაიზაიტლია, რომელმაც 89 ქულა (32+55) აქვს დაგროვა.