კონკაკაფის ოქროს თასი მექსიკამ მოიგო (ვიდეო)
დასრულდა კონკაკაფის ზონის (ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკა) ჩემპიონატი – „ოქროს თასი“. ფინალი ჩიკაგოში, „სოლჯერ ფილდის“ სტადიონზე გაიმართა. ჩემპიონი მექსიკის ნაკრები გახდა, რომელმაც ანგარიშით 1:0 მოუგო ამერიკის შეერთებულ შტატების ნაკრებს.
ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე გავიდა. მექსიკას გამარჯვება მოუტანა „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, „ლოს ანჯელეს გელაქსის“ ნახევარმცველმა ჯონათან დოს სანტოსმა რაულ ხიმენესის გადაცემით.
მექსიკა მეთერთმეტედ გახდა კონკაკაფის ოქროს თასის მფლობელი (1965, 1971, 1977 ,1993, 1996, 1998, 2003, 2009, 2011, 2015, 2019). ამ მაჩვენებლით ეს გუნდი რეკორდსმენია.
¡Golazo de Jonathan Dos Santos! Impresionante jugada de México, asistencia de taco de Raúl Jiménez y Dos Santos la clavó en el ángulo.#MEXvUSA #GoldCupFinal #GoldCup2019 #ThisIsOurs #EstoEsNuestro pic.twitter.com/Y8VAAygTy7
— Gold Cup 2019 (@GoldCup) 8 July 2019