კონგრესმენი მარკვეინ მულენი - მე და ჩემი კოლეგები რესპუბლიკელთა კვლევით კომიტეტში თავისუფლებას ვიცავთ და პუტინის მეგობრებთან ბრძოლაში უკან არ დავიხევთ, მათ შორის არც საქართველოში
კონგრესმენი მარკვეინ მულენი - მე და ჩემი კოლეგები რესპუბლიკელთა კვლევით კომიტეტში თავისუფლებას ვიცავთ და პუტინის მეგობრებთან ბრძოლაში უკან არ დავიხევთ, მათ შორის არც საქართველოში

მე და ჩემი კოლეგები რესპუბლიკელთა კვლევით კომიტეტში თავისუფლებას ვიცავთ და პუტინის მეგობრებთან ბრძოლაში უკან არ დავიხევთ, მათ შორის არც საქართველოში, – ამის შესახებ კონგრესმენი მარკვეინ მულენი „ტვიტერში“ წერს. მულენი ერთ-ერთია იმ 13 კონგრესმენიდან, რომლებიც ხელს აწერენ აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ს.

მულენი „ტვიტერის“ გვერდზე აზიარებს აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის კომენტარს, რომელმაც ანგარიშის შესახებ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„ვნახე ქართულ პრესაში გავრცელებული სტატია რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით. რაიმე არ შეგეშალოთ, ეს სიცრუეა. მე და ჩემი კოლეგები რესპუბლიკელთა კვლევით კომიტეტში თავისუფლებას ვიცავთ და პუტინის მეგობრებთან ბრძოლაში უკან არ დავიხევთ, მათ შორის არც საქართველოში“,- აღნიშნავს მულენი.

აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ „კომუნიკაცია მაქსიმალური რაოდენობის, თითქმის ნახევარ ხელმომწერ კონგრესმენებთან და უკლებლივ ყველამ დაადასტურა, რომ ერთის მხრივ არ იზიარებენ ამ წინადადების სულისკვეთებას და მეორეს მხრივ, მათი უმრავლესობისთვის აბსოლუტურად სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რაზეც ჩვენ მივუთითეთ“.

დავით ბაქრაძის თქმით, საელჩომ მათ განუმარტა, რომ ამ ფაქტს შესაბამისი რეაქცია ჰქონდა საქართველოში და კონგრესმენებისთვის სრულიად გასაგებია ის წუხილი, რომელიც ამ დოკუმენტმა საქართველოში გამოიწვია, რადგან ყველა ხედავს, რომ თავად ეს დოკუმენტია წინააღმდეგობრივია.