კონფიდენციალური ანგარიშის მიხედვით, „ბრექსიტის“ შემდეგ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება

14:56, 30.01.2018

ბრექსიტის“ შემდეგ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება, იმის მიუხედავად, რა სახის სავაჭრო შეთანხმებას დადებს ქვეყანა ევროკაშირთან. უარეს შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8%-ით შემცირდება, – ასეთი პროგნოზი კეთდება ბრიტანეთის მთავრობისთვის მომზადებულ კონფიდენციალურ ანგარიშში, რომლის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. დოკუმენტში შესაძლო სცენარებია განხილული:

– დაანგარიშებით ვარაუდობენ, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა მომდევნო 15 წლის განმავლობაში, შესაძლოა, 8 %-ით შემცირდეს, თუ ქვეყანა ბრიუსელთან ხელსაყრელი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ვერ შეძლებს.

– საუკეთესო შემთხვევაში, ბრიტანეთი როგორც არაწევრი ქვეყანა თუ  ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომას შეინარჩუნებს, კლება მხოლოდ 2 % იქნება.

– თუ დიდი ბრიტანეთი შეძლებს ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ევროკავშირთან, მაგრამ არ ექნება წვდომა ერთიან ბაზარსა და საბაჟო კავშირთან, ეკონომიკური ზრდა ნავარაუდევზე 5 %-ით ნაკლები იქნება.

– დიდი ბრიტანეთის ახალი სავაჭრო შეთანხმებები აშშ-სთან, ჩინეთთან, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებთან ეკონომიკის ზრდას გამოიწვევს, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება ევროკავშირიდან დაკარგული შემოსავლის დასაბალანსებლად.

– „ბრექსიტი“ ბრიტანეთის ეკონომიკის თითოეული სექტორზე უარყოფითად აისახება, გარდა სოფლის მეურნეობისა. ასევე ლონდონის როგორც ფინანსური ცენტრის სტატუსი მნიშვნელოვნად შეირყევა.

მსგავსი