გაფიცულ მეშახტეებს შახტში საკვებს თავიანთი კოლეგები ჩაუტანენ
გაფიცულ მეშახტეებს შახტში საკვებს თავიანთი კოლეგები ჩაუტანენ

ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს შახტში საკვებს თავიანთი კოლეგები ჩაუტანენ.

მხარეებმა აღნიშნულ შეთანხმებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც მოლაპარაკების პროცესში ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე ჩაერთო.

წაქაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გაფიცულები შახტიდან არ ამოვლენ, ზად არის, თვითონ ჩავიდეს შახტში და გაფიცულებს ადგილზე დაელაპარაკოს.

„გავიგე მეშახტეების პრობლემები. ვესაუბრე ადმინისტრაციას და გადავწყვიტეთ მთავარი პრობლემა – საკვების მიწოდება. მე შევთავაზე გაფიცულებს, ამოვიდნენ და დავსხდეთ მოლაპარაკებათა მაგისასთან, თუ უარს იტყვიან, მზად ვარ, ჩავიდე შახტში. ვფიქრობ, არსებული ვითარება არის მხოლოდ გაუგებრობა და მალე აღმოიფხვრება“, – განაცხადა წაქაძემ.

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ. 24 საათზე მეტია 11 მეშახტე შახტში იმყოფება.