კოლუმბიის პრეზიდენტი – ვენესუელას თავს დაესხნენ, რაკეტებით ბომბავენ, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია და გაერო დაუყოვნებლივ უნდა შეხვდნენ

12:37, 03.01.2026

ახლა კარაკასი იბომბება. გააფრთხილეთ მსოფლიო – ვენესუელას თავს დაესხნენ! – ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო სოციალურ ქსელში წერს.

„რაკეტებით ბომბავენ. ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია და გაერო დაუყოვნებლივ უნდა შეხვდნენ“, – აცხადებს კოლუმბიის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, კარაკასში აფეთქებების ხმა ისმის, ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავი გამოჩნდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელის ტერიტორიის შიგნით დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.

მსგავსი