კარაკასში აფეთქებების ხმა ისმის, ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავი გამოჩნდა
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში აფეთქებების ხმა ისმის, ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავი გამოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ვენესულის დედაქალაქში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა.
კარაკასის რამდენიმე ზონა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მათ შორის არის ქალაქის სამხრეთი ნაწილი, სადაც დიდი სამხედრო ბაზაა განთავსებული.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ ვენესუელაში ნარკოტიკებით ვაჭრობის სავარაუდო ქსელების წინააღმდეგ ახალი ზომების მისაღებად ემზადება და რომ ხმელეთზე დარტყმები „მალე“ დაიწყებოდა.
2 იანვარს ვენესუელამ განაცხადა, რომ მზადაა შეერთებულ შტატებთან ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შეთანხმების მოსამზადებლად.