კოლუმბიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯონ ვიაფარა ქალაქ კალიში დააკავეს. ის ნარკოვაჭრობაშია ეჭვმიტანილი, – წერს ესპექტადორი (Espectador).
გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ ვიაფარა შედიოდა კრიმალური ქსელის შემადგენლობაში, რომელიც 2008-18 წლებში დაკავებული იყო ნარკოტიკების გავრცელებით ცენტრალური ამერიკის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
როგორც აღნიშნავენ, ვიაფარა დაკავშირებული იყო კოლუმბიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, რომელსაც კლან-დელ-გოლფო ჰქვია.
ვიაფარა კოლუმბიის ნაკრებში 2003-10 წლებში თამაშობდა. მის ანგარიშზეა 43 მატჩი და ერთი გოლი.