კოლუმბიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ბრალდებული
კოლუმბიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ბრალდებული

კოლუმბიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯონ ვიაფარა სამშობლოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნა ექსტრადირებული. ფეხბურთელს ბრალად ედება ნარკობიზნესში მონაწილეობა. 41 წლის კოლუმბიელი ბრალდებულია ამერიკაში ორი ტონა კოკაინის იმპორტში. ბოლო ორი თვე ის კოლუმბიის ციხეში იყო მოთავსებული.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ვიაფარა იყო ბანდის ლიდერი, რომელიც ჩქაროსნულ კატარღებსა და მცირე ზომის თვითმფრინავებს იყენებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების გადასატანად.

„ადრე ლიონელ მესისთან ერთად ვიყოფდი გასახდელს, მაგრამ, ახლა, მომიწევს ერთ ოთახში ყოფნა იმათთან, ვინც ჩვენს ქვეყანაში იბრძოდა”, – განაცხადა ვიაფარამ აშშ-ში გაფრენის წინ.

ვიაფარა ევროპაში „პორტსმუტში”, „სოსიედადსა” და „საუთჰემპტონში” თამაშობდა. კოლუმბიის ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.